პროფესორი ჯან ეიგორი პერიოდულად ეწვევა "ევექსის კლინიკას" და ტკივილის სამკურნალო პროცედურებს ჩაატარებს
ვიზიტის დაჯავშნაპროფესორი ჯან ეიგორი პერიოდულად ეწვევა "ევექსის კლინიკას" და ტკივილის სამკურნალო პროცედურებს ჩაატარებს
ვიზიტის დაჯავშნაზურგის სვეტი შედგება ძვლოვანი ხერხემლისგან. თითოეული ხერხემლის მალას შორის არის რბილი სტრუქტურები, რომლებსაც დისკები ეწოდება. დისკის თიაქრის დროს, დისკის შიდა ნაწილი იწყებს ზურგის არხში გაძვრომას და ნერვებზე ზეწოლას, რაც იწვევს ტკივილს წელის არეში, ზურგში, ფეხებში, კისერში ან მკლავებში. დისკის თიაქრის კორექცია აქამდე მხოლოდ ქირურგიული გზით იყო შესაძლებელი. პერკუტანული დისკექტომია კი არის უახლესი, ნაკლებადინვაზიური პროცედურა, რომელიც ტარდება ნემსით პუნქციის გზით. ხდება ქირურგიული ჩარევის გარეშე თიაქრის ნაწილის მოცილება, რომელიც აწვება ნერვს. მცირდება ზეწოლა, რაც იწვევს ტკივილს სწრაფ შემსუბუქებას.
როგორ მომდინარეობს პროცედურა:
პერკუტანული დისკექტომია (ზოგჯერ უწოდებენ დეკომპრესორულ დისკექტომიას) არის მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომელიც გამოიყენება დისკის შესამცირებლად. პროცედურისას ოპერატორი იყენებს პატარა ნემსს დისკამდე მისასვლელად, რაც გამორიცხავს ქირურგიული გაკვეთის საჭიროებას. ნემსის მისამართად გამოიყენება რენტგენის გამოსახულება. ნემსის შემდეგ შეყავთ პატარა ზონდი. ზონდის, მბრუნავი წვერი აშორებს დისკის ბირთვის მცირე ნაწილებს, ქმნის ცარიელ სივრცეს, რაც დისკს საშუალებას აძლევს მოახდინოს თიაქრის რეაბსორბცია (უკან შეზნექა) ეს უკანასკნელი კი მოხსნის ზეწოლას ნერვზე. იმის გამო, რომ დისკის მხოლოდ მცირე რაოდენობაა ამოღებულია დისკის შიგნით წნევის შესამცირებლად, ხერხემალი სტაბილური რჩება. პროცედურა, როგორც წესი, განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ წარმატება კონსერვატიული მკურნალობით: მედიკამენტები, მედიკამენტოზური და რადიოსიხსირული ბლოკადა.
რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა?
პროცედურა გრძელდება დაახლოებით 1 საათი.
სჭირდება თუ არა ზოგადი ანესთეზია (ნარკოზი)?
პროცედურა ტარდება მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიით.
რამდენი ხანი უნდა დავრჩე ჰოსპიტალში?
პროცედურა არის ამბულატორული. გაწერა ხდება იმავე დღეს. პროცედურიდან 3 საათში.
მექნება თუ არა შედეგი?
კვლევებმა აჩვენა, რომ პერკუტანული დისექტომია წარმატებით ამცირებს ტკივილს, მედიკამენტების მოთხოვნილებას და აუმჯობესებს ხერხემლის ფუნქციას პაციენტების 90 პროცენტში. გამოჯანმრთელება სწრაფია და ნაწიბურების წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან პროცედურის დროს კუნთები და ძვლები არ იჭრება. პაციენტების უმეტესობა პროცედურებიდან რამდენიმე საათში მიდის სახლში და ბევრს შეუძლია განაახლოს მუშაობა და ნორმალური ყოველდღიური საქმიანობა სამიდან ხუთ დღეში. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ გართულების სიხშირე უფრო მცირეა პერკუტანული დისკექტომიისას, ვიდრე ქირურგიული დისკექტომიისას.
რამდენ ხანში შევიგრძნობ პირველ ეფექტს?
მკურნალობის პირველი შედეგი შეიძლება მივიღოთ მაშინათვე, ეფექტი მოიმატებს 2 კვირის განმავლობაში.
მტკივნეულია თუ არა პროცედურა?
პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. პაციენტი არ იგრძნობს ტკივილს. მხოლოდ ერთი ჩხვლეტა.
რა უკუჩვენება შეიძლება ქონდეს პროცედურას, ხომ არ გააუარესებს მდგომარეობას?
გამოცდილი ალგოლოგის შემთხვევაში გართულებები ძალზედ იშვიათია
რამდენ ხანს გაგრძელდება ეფექტი?
შესაძლოა ტკივილი სამუდამოდ გაქრეს. დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე და მის სიმძიმეზე.
ვინ ატარებს პროცედურას?
პროცედურას ატარებს ცნობილი თურქი პროფესორი, ალგოლოგი ჯან ეიგორი, რომელიც პერიოდულად (თვეში ერთხელ) 3-4 დღიანი ვიზიტით სტუმრობს ევექსის კლინიკას.
კიდევ მაქვს შეკითხვები...
სხვა შეკითხვებზე ან ჯან ეიგორთან ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577576464
პერკუტანული დისკექტომია. უყურეთ ვიდეოს!