პროფესორი ჯან ეიგორი პერიოდულად ეწვევა "ევექსის კლინიკას" და ტკივილის სამკურნალო პროცედურებს ჩაატარებს
ვიზიტის დაჯავშნაპროფესორი ჯან ეიგორი პერიოდულად ეწვევა "ევექსის კლინიკას" და ტკივილის სამკურნალო პროცედურებს ჩაატარებს
ვიზიტის დაჯავშნაოზონი ძველად ბერძნულად „ღვთის სუნთქვას“ ნიშნავს. ოზონი წარმოიქმნა ღრუბლების ელექტრიფიკაციის დროს, რასაც ჩვენ შევიგრძნობთ როგორც სუფთა ჰაერის სუნს, განსაკუთრებით ქარიშხლების შემდეგ, როცა არის ელვა. ოზონის ეფექტი და მისი აუცილებლობა ჩვენი ცხოვრებისთვის აღმოაჩინეს ორი საუკუნის წინ. სამედიცინო ოზონი მიიღება სამედიცინო ჟანგბადისგან სამედიცინო დანიშნულების სპეციალური გენერატორების საშუალებით. სამედიცინო ოზონი ყოველთვის გამოიყენება როგორც სუფთა ოზონისა და სუფთა ჟანგბადის ნაზავი.
ოზონოთერაპია ეფექტურია შემდეგი დაავადებების შემთხვევაში:
ბარძაყის თავის ნეკროზი
ბარძაყის თავის ნეკროზი ტკივილისა და ინვალიდობის ერთ-ერთი მიზეზია. ოზონოთერაპიამ დადებითი შედეგები აჩვენა მისის სხვადასხვა ფორმების დროს. დაზიანებული ხრტილის რეგენერაციის ხელშეწყობით და ტკივილის შემცირებით. კვლევებმა აჩვენა ტკივილის შემცირება ან მოხსნა, სახსრის ფუნქციის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება იმ პაციენტებში, რომლებიც იკეთებდნენ სამედიცინო ოზონის სახსარშიდა ინექციებს.
ართრიტი
ართრიტი სახსრების ტკივილისა და ინვალიდობის ძირითადი მიზეზია, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. ოზონოთერაპიამ დადებითი შედეგები აჩვენა ართრიტის სხვადასხვა ფორმების, მათ შორის ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისას. დაზიანებული ხრტილის რეგენერაციის ხელშეწყობით, ტკივილის და ანთების შემცირებით. კვლევებმა აჩვენა ტკივილის შემცირება ან მოხსნა, სახსრის ფუნქციის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება იმ პაციენტებში, რომლებიც იკეთებდნენ სამედიცინო ოზონის სახსარშიდა ინექციებს.
ხერხემლის მალთაშუა დისკის დაზიანებები (თიაქარი)
ხერხემლის დისკის დეგენერაციული დაავადება არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ხერხემალის ფუნქციაზე, იწვევს ტკივილს და დისკომფორტს. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა ტკივილის შემცირება ან მოხსნა და ხერხემლის ფუნქციის გაუმჯობესება პაციენტებში, რომლებსაც გაუკეთდა სამედიცინო ოზონის ინექციები. თერაპია მიზნად ისახავს დაზიანებული დისკის ქსოვილის რეგენერაციას და ტკივილის შემცირებას ან გაქრობას, რაც ქირურგიაზე ნაკლებად ინვაზიურ ალტერნატივას გვთავაზობს.
ნეიროპათიური ტკივილი
ნეიროპათიური ტკივილი არის ქრონიკული ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ნერვული სისტემის დაზიანებით ან დისფუნქციით. სამედიცინო ოზონის ინექციამ აჩვენა, რომ შესაძლებელია დაზიანებული ნერვის აღდგენა და ანთების შემცირება.
საიდან იღებენ სამედიცინო ოზონს?
სამედიცინო ოზონს იღებენ ოზონის გენერატორიდან. ევექსის კლინიკა აღჭურვილია თამანედროვე, გერმანული წარმოების ოზონის გენერატორით.
როგორ ხდება ოზონის შეყვანა?
ოზონის შეყვანა ხდება ნემსით სახსარში, მალთაშუა დისკის არეში ან სხვა ქსოვილში. შეყვანის პროცედურას სჭირდება 10-15 წთ.
რამდენი ხანი უნდა დავრჩე ჰოსპიტალში?
პროცედურა არის ამბულატორული. გაწერა ხდება იმავე დღეს. პროცედურიდან 1 საათში.
რამდენ ხანში შევიგრძნობ პირველ ეფექტს?
მკურნალობის პირველი შედეგი შეიძლება მივიღოთ 12 საათიდან 2 კვირის განმავლობაში. თუ პაციენტის ტკივილი ძლიერია, ექიმმა შეიძლება ასევე შეიყვანოს მედიკამენტი, რომელიც ტკივილს სწრაფად მოხსნის ან შეამცირებს. ოზონისგან კი უფრო გრძელვადიან შედეგს ველოდებით.
მტკივნეულია თუ არა პროცედურა?
პროცედურა არის მინიმალურად მტკივნეული.
რა უკუჩვენება შეიძლება ქონდეს პროცედურას, ხომ არ გააუარესებს მდგომარეობას?
კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ პროცედურა არის უსაფრთხო. საჭიროა სტერილიზაციის პირობების მკაცრი დაცვა, რაც ყველა საპროცედუროში უზრუნველყოფილია.
რამდენ ხანს გაგრძელდება ეფექტი?
ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს 6 თვე, 1 წელი ან შესაძლოა ტკივილი სრულიად გაქრეს. დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე და მის სიმძიმეზე.
რამდენი პროცედურა შეიძლება დამჭირდეს?
პირველი ეფექტის მისაღებად ზოგჯერ მხოლოდ ერთი პროცედურაა საჭირო. ზოგჯერ 2-3 პროცედურა. როდესაც მივიღებთ შედეგს შესაძლოა მის შესანარჩუნებლად წელიწადში 1-ჯერ ან 2-ჯერ საჭირო გახდეს ინექციის გამეორება.
ვინ ატარებს პროცედურას?
პროცედურას ატარებს ცნობილი თურქი პროფესორი, ალგოლოგი ჯან ეიგორი, რომელიც პერიოდულად (თვეში ერთხელ) 3-4 დღიანი ვიზიტით სტუმრობს ევექსის კლინიკას.
კიდევ მაქვს შეკითხვები...
სხვა შეკითხვებზე ან ჯან ეიგორთან ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577576464