Loading...
ტკივილის მართვა

ნერვის რადიოსიხშირული აბლაცია

ნერვის რადიოსიხშირული აბლაცია, ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენებით იმ ნერვის დაზიანება, რომელიც ქრონიკულ ტკივილზეა პასუხისმგებელი. რადიოსიხშირულ ტალღებს გენერირებს სპეციალური ხელსაწყო - რადიოსიხშირული აბლატორი. პროცედურე უნდა განახორციელოს მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ექიმმა ალგოლოგმა. რომელიც წინასწარ ატარებს ნერვის სადიაგნოსტიკო მედიკამენტოზურ ბლოკადას, ხოლო მას შემდეგ როდესაც დარწმუნდება, რომ სწორედ ეს ნერვია ტკივილის მიზეზი, მოახდენს მის აბლაციას რადიოსიხშირული ტალღებით.

რადიოსიხშირული აბლაცია ეფექტურია შემდეგი ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში:

წელის ან/და კისრის ტკივილი გამოწვეული ხერხემლის მალთაშუა დისკის დაზიანებებით (თიაქარი)

ხერხემლის დისკის დეგენერაციული დაავადება არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ხერხემალის ფუნქციაზე, იწვევს ტკივილს და დისკომფორტს, რომელიც გამოიხატება წელის ან კისრის ქრონიკული ტკივილით. რადიოსიხშირული აბლაციით შესაძლებელია მოხდეს სწორედ იმ ნერვის აბლაცია, რომელიც არის პასუხისმგებელი ტკივილზე. პროცედურის შემდეგ მიიღება ტკივილის სრული გაქრობა ან მნიშვნელოვნად შემცირება და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.

სიმსივნური ტკივილი.

სიმსივნეები ხშირად არის ასოცირებული ქრონიკულ ტკივილთან, მოცულობითი პროცესის ნერვზე ზეწოლის გამო. რადიოსიხშირული აბლაციით შესაძლებელია ხშირად გაუსაძლისი სიმსივნური ტკივილის კუპირება. გამოცდილი ექიმი ალგოლოგი მიაკვლევს ტკივილზე პასუხისმგებელ ნერვს, განახორციელებს სადიაგნოსტიკო, მედიკამენტოზურ ინექციებს და როდესაც დარწმუნდება მათ ეფექტურობაში მოახდენს ნერვის რადიოსიხშირულ აბლაციას.

თავის ტკივილი. შაკიკი

შაკიკი თავის ქრონიკული ტკივილისა ერთ-ერთი მიზეზია მიზეზია, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. რადიოსიხშირული აბლაციით შესაძლებელია შაკიკისაგან სამუდამოდ განკურნება. ექიმი ალგოლოგი განახორციელებს სადიაგნოსტიკო, მედიკამენტოზურ ინექციებს და როდესაც დარწმუნდება მათ ეფექტურობაში მოახდენს შაკიკზე პასუხისმგებელი ნერვების რადიოსიხშირულ აბლაციას.

სამწვერა ნერვის ნევრალგია.

სამწვერა ნერვის ტკივილი არის შეტევითი ხასიათის და ძალიან ძლიერი. ხშირად იწვევს სიცოცხლის ხარისხის მკვეთრ დაქვეითებას. რადიოსიხშირული აბლაციით შესაძლებელია ხშირად გაუსაძლისი ტკივილის კუპირება. გამოცდილი ექიმი ალგოლოგი მიაკვლევს ტკივილზე პასუხისმგებელ ნერვს, განახორციელებს სადიაგნოსტიკო, მედიკამენტოზურ ინექციებს და როდესაც დარწმუნდება მათ ეფექტურობაში მოახდენს ნერვის რადიოსიხშირულ აბლაციას.

ნეიროპათიური ტკივილი

ნეიროპათიური ტკივილი არის ქრონიკული ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ნერვული სისტემის დაზიანებით ან დისფუნქციით. რადიოსიხშირული აბლაციით შესაძლებელია ნეიროპათიული ტკივილის სრული კუპირება. გამოცდილი ექიმი ალგოლოგი მიაკვლევს ტკივილზე პასუხისმგებელ ნერვს, განახორციელებს სადიაგნოსტიკო, მედიკამენტოზურ ინექციებს და როდესაც დარწმუნდება მათ ეფექტურობაში მოახდენს ნერვის რადიოსიხშირულ აბლაციას.

ხშირად დასმული შეკითხვები:

როგორ ტარდება რადიოსიხშირული აბლაციის პროცედურა?

რადიოსიხშირული აბლაციის გენერატორის ნემსი შეყავთ ტკივილზე პასუხისმგებელი ნერვის ახლოს რენტგენის კონტროლით და იწყებენ ტალღების გენერირებას. პროცედურას სჭირდება 20-30 წთ.

რამდენი ხანი უნდა დავრჩე ჰოსპიტალში?

პროცედურა არის ამბულატორული. გაწერა ხდება იმავე დღეს. პროცედურიდან 1 საათში.

რამდენ ხანში შევიგრძნობ პირველ ეფექტს?

მკურნალობის პირველი შედეგი შეიძლება მივიღოთ მაშინათვე, ეფექტი გაძლიერდება 2 კვირის განმავლობაში.

მტკივნეულია თუ არა პროცედურა?

პროცედურა ტარდება მსუბუქი სედაციის ფონზე. პაციენტი ვერ იგრძნობს ტკივილს.

რა უკუჩვენება შეიძლება ქონდეს პროცედურას, ხომ არ გააუარესებს მდგომარეობას?

სამედიცინო შეცდომის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სხვა ანატომიური სტრუქტურის დაზიანება, რაც გამოცდილი ალგოლოგის შემთხვევაში ძალზედ იშვიათია

რამდენ ხანს გაგრძელდება ეფექტი?

შესაძლოა ტკივილი სამუდამოდ გაქრეს. შესაძლოა 1 წელიწადში დასჭირდეს განმეორებითი პროცედურა. დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე და მის სიმძიმეზე.

ვინ ატარებს პროცედურას?

პროცედურას ატარებს ცნობილი თურქი პროფესორი, ალგოლოგი ჯან ეიგორი, რომელიც პერიოდულად (თვეში ერთხელ) 3-4 დღიანი ვიზიტით სტუმრობს ევექსის კლინიკას.

კიდევ მაქვს შეკითხვები...

სხვა შეკითხვებზე ან ჯან ეიგორთან ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577576464