პროფესორი ჯან ეიგორი პერიოდულად ეწვევა "ევექსის კლინიკას" და ტკივილის სამკურნალო პროცედურებს ჩაატარებს
ვიზიტის დაჯავშნაპროფესორი ჯან ეიგორი პერიოდულად ეწვევა "ევექსის კლინიკას" და ტკივილის სამკურნალო პროცედურებს ჩაატარებს
ვიზიტის დაჯავშნატკივილის ღეროვანი უჯრედებით თერაპია მოიცავს ღეროვანი უჯრედების ამოღებას, დამუშავებას და დაზიანებულ მიდამოში შეყვანას, რათა ხელი შეუწყოს ქსოვილების აღდგენასა და რეგენერაციას. ღეროვანი უჯრედები გამოყოფენ ზრდის ფაქტორებს და სხვა სასიგნალო მოლეკულებს, რომლებიც ამცირებენ ანთებას, ასტიმულირებენ ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას და ხელს უწყობენ შეხორცებას. ტკივილის ძირითად მიზეზზე ზემოქმედებით, ღეროვანი უჯრედებით თერაპია გვთავაზობს უფრო ეფექტურ დაგრძელვადიან შედეგს.
ღეროვანი უჯრედების პროცედურა არის პერსპექტიული მკურნალობის მეთოდი შემდეგი დაავადებების შემთხვევაში:
ართრიტი
ართრიტი სახსრების ტკივილისა და ინვალიდობის ძირითადი მიზეზია, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. ღეროვანი უჯრედების თერაპიამ დადებითი შედეგები აჩვენა ართრიტის სხვადასხვა ფორმების, მათ შორის ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისას. დაზიანებული ხრტილის რეგენერაციის ხელშეწყობით და ანთების შემცირებით. კვლევებმა აჩვენა ტკივილის შემცირება ან მოხსნა, სახსრის ფუნქციის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება იმ პაციენტებში, რომლებიც იკეთებდნენ ღეროვანი უჯრედების სახსარშიდა ინექციებს.
ხერხემლის მალთაშუა დისკის დაზიანებები (თიაქარი)
ხერხემლის დისკის დეგენერაციული დაავადება არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ხერხემალის ფუნქციაზე, იწვევს ტკივილს და დისკომფორტს. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა ტკივილის შემცირება ან მოხსნა და ხერხემლის ფუნქციის გაუმჯობესება პაციენტებში, რომლებსაც გაუკეთდა ღეროვანი უჯრედების ინექციები. თერაპია მიზნად ისახავს დაზიანებული დისკის ქსოვილის რეგენერაციას (აღდგენას), რაც ქირურგიაზე ნაკლებად ინვაზიურ ალტერნატივას გვთავაზობს.
ნეიროპათიური ტკივილი
ნეიროპათიური ტკივილი არის ქრონიკული ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ნერვული სისტემის დაზიანებით ან დისფუნქციით. ღეროვანი უჯრედების ინექციამ აჩვენა, რომ შესაძლებელია დაზიანებული ნერვის აღდგენა და ანთების შემცირება.
ანთება და ქსოვილის დაზიანება
ანთება და ქსოვილის დაზიანება ტკივილის საერთო მიზეზებია და შეიძლება მოხდეს სხვადასხვა პირობებში, მათ შორის სპორტული დაზიანებებისას, აუტოიმუნური დაავადებებისას და ქრონიკული ტკივილის სინდრომებისას. ღეროვანი უჯრედების თერაპიას შეუძლია დაგვეხმაროს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას, ანთების შემცირებაში და შეხორცების ხელშეწყობაში, რაც ათავისუფლებს პაციენტებს სხვადასხვა მტკივნეული მდგომარეობისგან.
საიდან იღებენ ღეროვან უჯრედებს?
ღეროვანი უჯრედების აღება ხდება მუცლის ცხიმიდან ასპირაციით. მხოლოდ ერთი უმტკივნეულო ინექციით. შემდეგ ხდება ღეროვანი უჯრედების სეპარაცია და წინასწარი დამუშავება მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით.
როგორ ხდება ღეროვანი უჯრედების შეყვანა?
ღეროვანი უჯრედების შეყვანა ხდება ნემსით სახსარში, მალთაშუა დისკის არეში ან სხვა ქსოვილში. შეყვანის პროცედურას სჭირდება 10-15 წთ.
რამდენი ხანი უნდა დავრჩე ჰოსპიტალში?
პაციენტი კლინიკაში რჩება ერთი ღამით.
რამდენ ხანში შევიგრძნობ პირველ ეფექტს?
მკურნალობის პირველი შედეგი შეიძლება მივიღოთ 3-4 კვირაში. თუ პაციენტის ტკივილი ძლიერია, ექიმმა შეიძლება ასევე შეიყვანოს მედიკამენტი, რომელიც ტკივილს სწრაფად მოხსნის ან შეამცირებს. ღეროვანი უჯრედებისაგან კი გრძელვადიან შედეგს და აღდგენას ველოდებით.
მტკივნეულია თუ არა პროცედურა?
პროცედურა არის მინიმალურად მტკივნეული.
რა უკუჩვენება შეიძლება ქონდეს პროცედურას, ხომ არ გააუარესებს მდგომარეობას?
კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ პროცედურა არის უსაფრთხო. საჭიროა სტერილიზაციის პირობების მკაცრი დაცვა, რაც ყველა საპროცედუროში უზრუნველყოფილია.
ვინ ატარებს პროცედურას?
პროცედურას ატარებს ცნობილი თურქი პროფესორი, ალგოლოგი ჯან ეიგორი, რომელიც პერიოდულად (თვეში ერთხელ) 3-4 დღიანი ვიზიტით სტუმრობს ევექსის კლინიკას.
კიდევ მაქვს შეკითხვები...
სხვა შეკითხვებზე ან ჯან ეიგორთან ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577576464